logo
ENG



პრეზიდენტი: ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა, გილოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას 

28 დეკ 201913:37
3 წუთის საკითხავი
 
0gjq5m5vwkupuh3.jpg

საქართველოს პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ულოცავს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს ! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა,“ - წერს სალომე ზურაბივილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ის ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა 9 ნოემბერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.


close დახურვა